ანაკლიის პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებული დღეს გახდება ცნობილი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობით დაინტერესებულ კომპანიებს შორის გამარჯვებული დღეს გახდება ცნობილი. გამარჯვებულ კომპანიას თავად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაასახელებს. ამ საკითხზე პრემიერი დღეს პრესკონფერენციას გამართავს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში 15:00 საათზე ჩაინიშნა.