უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს

უამინდობის გამო, გომბორის უღელტეხილზე შეზღუდვები მოქმედებს. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ვერონა - შუამთის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება.

სხვა სატრანსპორტო საშუალებებისთვის კი, გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა მიცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის რეკომენდირებული.