ირანის ელჩის მოადგილე - სასურველი იქნება, რომ რეგიონის ქვეყნებიც ჩართული იყვნენ პროექტებში

საქართველოში ირანის ელჩის მოადგილის, მოჰსენ ქებრიაის განცხადებით, ირანი დაინტერესებული იქნება უფრო მეტი გასაღების ბაზარი მოძებნოს ირანული ნავთობისა და გაზისთვის. ამის შესახებ ელჩის მოადგილემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ კითხვას უპასუხა.

"ჩვენ აბსოლუტურად გვესმის და ბუნებრივია, რომ საქართველო დაინტერესებულია ენერგომატარებლების ალეტრნატიული რესურსები მოიძიოს. შესაბამისად, ირანიც დაინტერესებული იქნება უფრო მეტი გასაღების ბაზარი მოძებნოს თავისი პროდუქციისთვის, ამ შემთხვევაში ირანული ნავთობისა და გაზისათვის. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ამ მხრივ საქართველოსთან. გარკვეული ნაბიჯებიც არის გადადგმული, გარკვეული ვიზიტები განხორციელდა საქართველოდან. თუმცა მიგვაჩნია, რომ მსგავსი პროექტის განხორციელება საჭიროებს რეგიონის ქვეყნების ჩართვასაც და სასურველი იქნება, რომ რეგიონის ქვეყნებიც ჩართული იყვნენ ასეთ პროექტებში", -განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ.