ამერიკულმა კომპანიამ ბიოდეგრადირებული ყავის ჭიქა შექმნა

კალიფორნიულმა კომპანიამ ბიოდეგრადირებული ჭიქა შექმნა, რომელიც არა მხოლოდ ბიოდეგრადირებულია, არამედ შესაძლებელია მისი დარგვა.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჭიქას ყავის ჭიქის დიზაინი აქვს, კედლებზე კი თესლებია ჩატანებული. ჭიქის დარგვის შემთხვევაში, თესლი გაღვივდება და მასზე მცენარე ამოვა. მსურველს შესაძლებლობა აქვს თავად დარგოს ჭიქა, ან დაუბრუნოს ის კომპანიას დარგვის მიზნით.

„ეს არის პროდუქტი, რომელზეც სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და მოუთმენლად ველი, რამდენიმე თვეში მისგან პირველი ხის გახარებას“, - აღნიშნა კომპანიის დიზაინერმა ალექს ჰენიგესმა.