სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება მიმდინარეობს

სამგორის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ წარდგენილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას აგრძელებს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, პროგრამის ფარგლებში, მესამე მასივში, ჯავახეთის I შესახვევში, მე-2 კორპუსის სახურავისა და წყალსაწრეტი მილების რეაბილიტაცია განხორციელდება. სამუშაოები გამგეობის ბიუჯეტიდან 13 250 ლარით დაფინანსდება.

დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ, ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას სამგორის რაიონის გამგებელმა მიაწოდა. მამუკა ჩოქური ადგილზე სხვა საყოფაცხოვრებო პრობლემებსაც გაეცნო და შესაძლებლობების ფარგლებში მოსახლეობას დახმარებას დაპირდა.