"იკეა" ათასობით სანათს გაყიდვიდან ამოიღებს

შვედური კომპანია „იკეა"  ტექნიკური პრობლემების გამო ათასობით ჭერის სანათს გაიწვევს.

კომპანია პროდუქციის მფლობელებს მოუწოდებს, საქონელი მაღაზიაში დაუყოვნებლივ დააბრუნონ.

„იკეა“-მ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სხვადასხვა ქვეყანაში მოხდა 224 შემთხვევა, რა დროსაც სანათის შუშის აბაჟური ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტების შედეგად დაშავდა 11 ადამიანი.

„ლოკისა“ და „ჰიბის“ სანათების შუშის აბაჟურის ჩამოვარდნის შესახებ რამდენიმე შეტყობინება მივიღეთ. ამიტომ მყიდველების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ახალი ინციდენტების პრევენციისთვის, გადავწყვიტეთ ამ საქონლის გაწვევა და მყიდველისთვის მისი ღირებულების სრული ანაზღაურება“, - აცხადებენ იკეაში.

შვედური კომპანია „ლოკის“ მოდელის ჭერის სანათებს 2002 წლიდან, „ჰიბის“ სანათებს კი 2012 წლიდან ყიდის.