კახა კალაძე - პარლამენტი მოისმენს კობა გვენეტაძის ხედვებს და გადაწყვეტილებას მიიღებს

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის სწორი, გამართული და კეთილსინდისიერი მუშაობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილ კობა გვენეტაძეს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მას არ იცნობს.

"რაც შეეხება წარდგენილ კანდიდატურას, ამაზე აუცილებლად იმსჯელებენ პარლამენტში და მოუსმენენ მას. ზოგადად, ამ ინსტიტუტის სწორი, გამართული და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი მუშაობა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ, ალბათ, პარლამენტი მოისმენს გვენეტაძის ხედვებს. შესაბამისად, პარლამენტის მხრიდან იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა კალაძემ.

პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.