ინტერპოლმა რუსეთს მიხეილ ხოდორკოვსკის ძებნაში გამოცხადებაზე უარი უთხრა

ინტერპოლმა რუსი ოლიგარქის, მიხეილ ხოდორკოვსკის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებაზე უარი თქვა. როგორც დასავლური მედია იტყობინება, ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის მოთხოვნა ინტერპოლის წესებს არ შეესაბამება, რადგან ორგანიზაციის წესდება კატეგორიულად კრძალავს "პოლიტიკური, სამხედრო, რელიგიური ან რასობრივი ხასიათის რაიმე ქმედების განხორციელებას".

ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ურჩია წევრ სახელმწიფოს, ხოდორკოვსკი ძებნის ეროვნულ ბაზაში არ შეიყვანოს.

რუსული მხარე მიხეილ ხოდორკოვსკის 1998 წელს, ნეფტეიუგანსკის მერის ვლადიმერ პეტუხოვის მკვლელობაში ადანაშაულებს.