„გაზპრომი“ - “ჩრდილოეთ ნაკადი 2“ 2019 წელს დასრულდება

პროექტ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის მშენებლობა გრაფიკის მიხედვით განხორციელდება და 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება.

ამის შესახებ „გაზპრომის“ ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა.

„მილების შეძენაზე ტენდერის გამოცხადებისთვის ვემზადებით, 2017 წლის დასაწყისში კი უკვე დაიწყება მილების განთავსების მშენებლობა. დარწმუნებულები ვართ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ 2019 წლის ბოლოსთვის დასრულდება“, - განუცხადა მილერმა ჟურნალისტებს.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, „ჩრდილოეთ ნაკადი 2“ „გაზპრომს“ უკრაინის ავლით გაზის ტრანზიტის შესაძლებლობას მისცემს.

პროექტი რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის ფსკერზე საზღვაო გაზსადენის ორი ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს, რომლის საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი იქნება.