გერმანიის საგარეო უწყება - თუ უკრაინა რეფორმების კურსს არ გააგრძელებს, ის შესაძლოა ფინანსური დახმარების გარეშე დარჩეს

თუ უკრაინა რეფორმების კურსს არ გააგრძელებს, ის შესაძლოა ფინანსური დახმარების გარეშე დარჩეს. როგორც "როიტერი" იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

"დაჟინებით ვითხოვთ, რომ ამ კვირაშიც და შემდგომშიც, უკრაინის ხელმძღვანელობამ, პარლამენტმა, მთავრობამ და პრეზიდენტმა აიღონ საკუთარ თავზე მკაფიო ვალდებულება, გააგრძელონ რეფორმების კურსი", - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების პრესმდივანმა.

როგორც სააგენტო "როიტერი" აღნიშნავს, ბერლინმა აღნიშნული განცხადება უკრაინის ეკონომიკური განვითარების მინისტრის აივარას აბრომავიჩუსის გადადგომის შემდეგ გააკეთა.