Jaguar-ის ელექტრო ქროსოვერი ”გზაშია”

ბრიტანული კომპანია Jaguar სრულიად ახალ მოდელზე მუშაობს, რომელსაც წინამორბედი არ ჰყავს - ეს არის ელექტროძრავით აღჭურვილი ქროსოვერი.

ახალი ქროსოვერის წარდგენას კომპანია მიმდინარე წელს გეგმავს, ხოლო გაყიდვების დაწყებას უკვე მომავალი წლიდან. ავტომობილის შეძენა 85 ათასი დოლარიდან იქნება შესაძლებელი.

რაც შეეხება ვიზუალს, ბრიტანული გამოცემებისთვის ცნობილი გახდა, რომ სიახლე ამავე კომპანიის კონცეპტუალური ჰიპერქარის C-X75-ის შტრიხებს შეიძენს და ის განსხვავებული იქნება ყველა მისი კონკურენტისგან.

ცნობილია, რომ კომპანია BMW-ს ”i” ბრენდის მსგავსად, სხვა საკუთარი მოდელებისგან ავტომობილის ვიზუალურ დისტანცირებას გეგმავს.

უახლოეს მომავალში ამ ტიპის ავტომობილის წარდგენას აპირებს გერმანული ”აუდი”. ეს იქნება Q6 e-tron quattro concept-ი, რომელსაც ჟენევის ავტოშოუზე უჩვენებენ მარტში, ხოლო კიდევ ერთი კონკურენტი Tesla Model X უკვე გაყიდვაშია.

რაც შეეხება "იაგუარის" ელექტო ქროსოვერის ტექნიკურ მახასიათებლებს, ჯერ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ელემენტების სრულად დამუხტვის შემთხვევაში 480 კილომეტრს გაივლის.

კოკა კვირკველია