ქართველი მოსწავლეები ნასა-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ახალი გამარჯვებული გუნდი „სოლარი" ამერიკაში ნასა-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში მიემგზავრება.

გუნდი ”სოლარის” ერთ-ერთი წარმომადგენელი ვახტანგ კონტრიძე ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ გუნდის გამოგონებას ინდუსტრიის სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს. პროექტი, სახელწოდებით ”მზის პანელის მარგი ქმედების კოეფიციენტის გაზრდის ინოვაციური ტექნოლოგია”, მსოფლიოში აქტუალურ თემას ეხმიანება.

”ალტერნატიული ენერგიები, როგორიცაა მზე და ქარი, აქტუალურია და მთელი მსოფლიო ცდილობს, რომ მათი გამოყენების შესაძლებლობები უფრო მეტად დახვეწოს”, - აღნიშნავს ვახტანგ კონტრიძე.

მისივე თქმით, ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ გუნდი ახალი ცოდნით და ახალი შესაძლებლობებით გააგრძელებს მუშაობას. გუნდი ”სოლარი” ოთხი მოსწავლისგან: ბექა მიქაძისგან, გიორგი ნიორაძისგან, ვახტანგ კონტრიძისგან და გიორგი მარგიანისგან შედგება.

გუნდმა ”სოლარი” ათწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამართული კონკურსის ფინალში 2016 წლის 12 თებერვალს მოიპოვა პირველი ადგილი. ფინალში მონაწილეობა ათმა კონკურსანტმა გუნდმა მიიღო, რომელიც 34 მოსწავლისგან შედგებოდა. გუნდების მიერ წარმოდგენილი პროექტები დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ შეაფასა. შედეგად, სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

თამარ კორკოტაშვილი

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე