პრემიერ-მინისტრი მცირე და მიკრომეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და მიკრომეწარმეობის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა სასტუმრო "რედისონში" გააკეთა, სადაც საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.

"ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ დიალოგის ფორმატი და მასში ჩაერთოს არაცნობადი სახეებიც. ის ადამიანები, რომლებიც თუნდაც ძალიან წვრილი ბიზნესით არიან დაკავებულები და აუცილებლად ამ შეხვედრას ასეთი შეხვედრებიც მოჰყვება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველამ დიალოგში ჩართულად იგრძნოს თავი.