"m²"-ი ახალი საცხოვრებელი სახლის შეძენის მსურველებისთვის აქციას 10/90-ს იწყებს

"m²"-ი ახალი საცხოვრებელი სახლის შეძენის მსურველებისთვის აქციას 10/90-ს იწყებს. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, დეველოპერული კომპანია "მ² უძრავი ქონება", მომხმარებელს გადახდის სრულიად ახალ პირობას - 10/90-ს სთავაზობს.

"ვისაც სურს ძველი ბინა შეცვალოს ახლით. ასეთ მომხმარებელს "m²"-ი ბინის შეძენისას მათზე მორგებულ გადახდის პირობებს სთავაზობს. 1 მარტიდან ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში "ოპტიმა ისანი" და "m² იპოდრომთან 2" დანაზოგისა და სესხის გარეშე. აქცია 10/90-ის ფარგლებში, ბინის შეძენის მსურველს შესაძლებლობა აქვს დღეს შეარჩიოს სასურველი ბინა საცხოვრებელ კომპლექსებში და მშენებლობის განმავლობაში ყოველთვიურად თანაბარი შენატანებით დაფაროს ბინის ღირებულების მხოლოდ 10%-ი. დარჩენილი 90%-ი კი გადაიხადოს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან სამი თვის შემდეგ. ხსენებული სამი თვე მობინადრეს შეუძლია გამოიყენოს ძველი ბინის გაყიდვისთვის. მაგალითისთვის, მას, ვისაც სურს მშენებარე საცხოვრებელ კოპლექსში "m² იპოდრომთან 2" შეიძინოს 49,903 აშშ დოლარის ღირებულების ბინა, მარტიდან, 30 თვის განმავლობაში, ყოველ თვე გადაიხდის მხოლოდ 167 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილ თანხას დაფარავს საცხოვრებელი კომპლექსის დასრულებიდან, სამი თვის შემდეგ. ამ სამი თვის განმავლობაში კი შესაძლებლობა ექნება გაყიდოს ძველი ბინა.

აქცია 10/90-ის ფარგლებში, გადახდის სრულიად ახალი პირობებით, დეველოპერული კომპანია "m² უძრავი ქონება", ხარისხიანი და კომფორტული ცხოვრების შესაძლებლობას ყველასათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის", - აცხადებენ კომპანიაში.