"ნაციონალური მოძრაობა" კახეთში ელექტროენერგიაზე გადასახადის ზრდას აპროტესტებს

კახეთში ელექტროენერგიაზე გადასახადის გაზრდას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი, დღეს თელავში კავკასიონის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა, სადაც გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მოსახლეობას, ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის გადახდა პირველი მარტიდან მოუწევს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ დეკემბერს რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, რის გამოც კახეთში ელექტროენერგიის საფასური სხვა რეგიონის ფასს გაუთანაბრდება. გადასახადის ზრდის მიუხედავად, შეღავათები რჩება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.