განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები შედის

განაშენიანების რეგულირების წესში ცვლილებები შედის. როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რეგულირების წესების ახალი რედაქცია, რომელიც ამ ეტაპზე, დამუშავების პროცესშია, უახლოეს მომავალში საკრებულოს წარედგინება.

"დედაქალაქის განაშენიანებაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სანამ დედაქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა ექნება, მანამდე მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი პროცედურები. შემოთავაზებულია დროებითი რეგულაციები, რომელზეც აქტიურად მუშაობს არქიტექტურის სამსახური სხვა სამსახურებთან ერთად. ამ ეტაპზე ცვლილებები შეეხება კ2 და კ3 კოეფიციენტებს. დგინდება წესები კ3 კოეფიციენტთან დაკავშირებით, რომელიც ეხება გამწვანებას. გაიზრდება მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტიც და კ3 10%-ის ნაცვლად, 20%-ით განისაზღვრება, რაც მეტი მწვანე სივრცის გაჩენას შეუწყობს ხელს" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.