მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქსტატში აბსოლუტური სიღარიბის გამოთვლის მეთოდოლოგია წარადგინეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა ნიშტას სინამ და სეზარ კანჩომ აბსოლუტური სიღარიბის გამოთვლის მეთოდოლოგია წარადგინეს.

როგორც საქსტატში აცხადებენ, შეხვედრას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქსტატის თანამშრომლებსა და მიწვეულ სტუმრებს აბსოლუტური სიღარიბის გამოთვლის მეთოდი დეტალურად გააცნეს.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, მერი დაუშვილის თქმით, ასეთი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2017 წლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური აბსოლუტური სიღარიბის ინდიკატორების გამოქვეყნებას იწყებს.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში აუცილებელია აღნიშნული მიმართულებით მსგავსი შეხვედრების ჩატარება.