ტყიბულში გაფიცული მაღაროელები გამგებელს ხვდებიან

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები გამგებელს საკუთარ მოთხოვნებს აცნობენ. ტყიბულში მეექვსე დღეა მაღაროელები გაფიცულები არიან. მათი ძირითადი მოთხოვნაა ხელფასების მომატება. აქციის მონაწილეების თქმით, 2016 წლიდან ტყიბულს მაღალმთიანი რეგიონის სტატუსი მოეხსნა, რის გამოც დასაქმებულებს ხელფასებზე იანვრიდან 10%-ის ნაცვლად 20% ექვითებათ.

გაფიცულმა მეშახტეებმა დღეს მინდელის სახელობის შახტიდან მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გადაინაცვლეს. მათ გამგეობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები საკუთარი მოთხოვნების გასაცნობად გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა გამგებელი მათთან არ გასულა.

ამ დროისთვის გამგებელთან რამდენიმე მეშახტეა შესული. ისინი გამგებელს აქციის მონაწილეების მოთხოვნებს აცნობენ.