ხვალ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართება

სასტუმრო "ვერე პალასში", ხვალ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს შორის დიალოგი გაიმართება, თემაზე - "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯების და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის შესახებ".

როგორც "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციაში აცხადებენ, შეხვედრა ტარდება USAID-ის პროექტ G4G-ს მხარდაჭერით.

მათივე ინფორმაციით, დიალოგის ფარგლებში განიხილება "ტექნიკური რეგლამენტის - "სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის" დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის #55-ე დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხი.

დიალოგში მონაწილეობას მიიღებენ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ეკატერინე სეფაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვადასხვა სსიპ-ების და სამშენებლო დარგის მიმართულებით მომუშავე თანამშრომლები, ბიზნესომბუდსმენის აპარატი, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლები, სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ინსპექტირების ორგანოს, შპს ოპტიმა + - ის წარმომადგენელი და კერძო სექტორიდან "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი და USAID-ის პროექტ G4G-ის ადვოკატირებისა და ორგანიზაციული განვითარების კომპონენტის ლიდერი.