ტყიბულში გაფიცული მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ

ტყიბულში გაფიცული მაღაროელები ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. მაღაროელები გამგეობასთან აქციას მართავენ, მათთან ერთად არის ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე, ტყიბულის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი.

გაფიცულები ითხოვენ, აქციაზე მივიდნენ "საქნახშირი ჯი-აი-ჯის" ხელმძღვანელები და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, რათა მათი მოთხოვნები მოისმინონ.

აქციაზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამინის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლები. ისინი მაღაროელებს მხარდაჭერას უცხადებენ.

აქციას ასევე შეუერთდნენ ადგილობრივი მოსახლეობა და სავაჭრო ობიექტებში დასაქმებულები. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა ხელფასების მომატებაა.