წლის დასაწყისიდან ევროპაში 110 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა

მიმდინარე წლის დასაწყისიდან ევროპაში 110 000-ზე მეტი ლტოლვილი ჩავიდა. როგორც "ბი-ბი-სი" წერს, აღნიშნული მონაცემები მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა. 97 000-ზე მეტი ლტოლვილი ევროპაში საბერძნეთის, დანარჩენები კი იტალიის გავლით ჩავიდა. 410 მიგრანტი გზაში დაიღუპა. ლტოლვილთა უმრავლესობა სირიის, ავღანეთისა და ერაყის მოქალაქეა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იანვრის მონაცემებით, ევროპაში ათჯერ უფრო მეტი ლტოლვილი ჩავიდა, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდში.

მიმდინარე თვის დასაწყისში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ წელს ევროპაში მილიონამდე ლტოლვილი ჩავა.