"ჩრდილოეთ ნაკადი 2" კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას"

აშშ-ის ყოფილი ელჩი აზერბაიჯანში და ამერიკის ენერგეტიკის მდივნის სპეციალური წარმომადგენელი რიჩარდ მორნინგსტარი, სკეპტიკურად უყურებს გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სარგებლიანობას ევროკავშირის ენერგო დამოუკიდებლობისათვის.

მისი განცხადებით, გერმანიის მიერ ლობირებული პროექტი კიდევ უფრო გაზრდის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე.

„თუ ევროპის თხევადი გაზის ენერგოსტრატეგიის დასამარება გსურთ, მაშინ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი ამის კარგი საშუალებაა“, – განაცხადა მორნინგსტარმა ბრიუსელში გამართულ ღონისძიებაზე.

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ "გაზპრომის" მიერ იმართება და  უკრაინის გვერდის ავლით ევროპაში თხევადი გაზის მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ ფონზე, როდესაც გერმანია ცდილობს ევროკავშირში გაზსადენის მიმართ არსებული წინააღმდეგობა გადალახოს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მაროშ შეფჩოვიჩი აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ შეუთავსებელია ევროკავშირის ენერგოსტრატეგიის მიზნებთან.

იხილეთ გაგრძელება