„ტექნოლოგიური განვითარების ფონდი“ FabLab-ების საერთაშორისო კლასტერში წევრიანდება

სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ FabLab-ბიზნეს ინკუბატორები - FabLab GTU და FabLab TSU, FabLab-ების საერთაშორისო გაერთიანების http://www.fabfoundation.org/fab-labs/ წევრები ხდებიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ტექნოლოგიური განვითარების ფონდიდან" აცნობეს, Fabfoundation არის fablab-ების საერთაშორისო გაერთიანება, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. გაერთიანებაში გაწევრიანებულია 40 ქვეყნის 200-მდე ლაბორატორია.

Fabfoundation უზრუნველყოფს და მხარს უჭერს საერთაშორისო FabLab-ების ერთ ქსელში გაერთიანებას, რომლის მიზანია ლაბორატორიების წევრებისთვის საჭირო ცოდნის მიცემა (ტრენინგების საშუალებით) და ლაბორატორიების სერვისების გაუმჯობესება.

FabLab GTU და FabLab TSU „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ მიერ 2015 წლის შემოდგომა-ზამთარში გაიხსნა. ლაბორატორიები აღჭურვილია სხვადასხვა 3D პრინტერებითა და სკანერებით, რომლებით სარგებლობა მსურველს აპლიკაციის (https://www.surveymonkey.com/r/LJ2J3DC) შევსების შემდეგ სრულიად უფასოდ შეუძლია.