გიორგი ქადაგიძე - იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით

საქართველოს ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელსაც უფლებამოსილება 25 თებერვალს ამოეწურება, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოსამშვიდობებელ პოსტს აქვეყნებს.

"ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 (10) წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა.

მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისთვის", - წერს გიორგი ქადაგიძე.