"ეარ ჯორჯია" - ახალი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე

საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია "ეარ ჯორჯია" შემოდის, რომელიც ბიზნესავიაციის სფეროში იმუშავებს და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება ბაზირებული.

ექვსადგილიანი თანამედროვე ბიზნესჯეტი, კომფორტული სალონით, რეისებს ევროპისა და აზიის ყველა ქვეყნის მიმართულებით განახორციელებს და ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება.

ნებისმიერ მომხმარებელს პირველი მარტიდან, ახალი კომპანიით სარგებლობა და დაკვეთის განხორციელება უკვე შეეძლება.

კომპანიის მომსახურების პაკეტში, აეროპორტში გაცილება, დახვედრა და VIP მომსახურება შედის.

ავიაკომპანია "ეარ ჯორჯია" მომავალში, თვითმფრინავების პარკის გაზრდასაც გეგმავს.

www.airgeorgia.com.ge

(R)