ქვიშხეთში საბავშვო ბაღი შენდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, სოფელ ქვიშხეთში საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. როგორც ხაშურის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, პროექტის ჯამური ღირებულება 128 804.00 ლარს შეადგენს.

ქვიშხეთში, რომელიც მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი უდიდესი სოფელია, 20 წელზე მეტია, რაც საბავშვო ბაღი არ ყოფილა და ბოლო წლებში მხოლოდ ალტერნატიული ბაღი ფუნქციონირებდა, ამიტომ ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აგებული საბავშვო ბაღი ქვიშხეთელი პატარებისთვის მნიშვნელოვანი საჩუქარი იქნება.