ზიმბაბვეში პრეზიდენტს 1 მილიონ დოლარად ღირებული დაბადების დღე გადაუხადეს

ქვეყნის პრეზიდენტის რობერტ მუგაბეს დაბადების დღის აღსანიშნად ზიმბაბვემ 1 მილიონი დოლარი დახარჯა.

„როიტერის“ ცნობით, 92 წლის მუგაბეს დაბადების დღეს რამდენიმე ათასი სტუმარი ესწრებოდა, საღამოს მუსიკალურად ცოცხალი ბენდი აფორმებდა, პოეტები კი პრეზიდენტს ლექსებს უძღვნიდნენ. ქვეყნის ლიდერს ასევე მიართვეს უზარმაზარი ტორტი, რომელზეც პრეზიდენტი აფრიკის კონტინენტის ფონზე იყო გამოსახული. მსოფლიოს ყველაზე მხცოვანი ლიდერის საპატივსაცემოდ ჰაერში 92 საჰაერო ბუშტი გაუშვეს.

რობერტ მუგაბე ზიმბაბვეს პრეზიდენტი 1987 წლიდან არის.