ლაგოდეხში ესპანური მარწყვის სათბური გააშენეს

"სათბურში მარწყვი პირდაპირ მიწაზე კი არა, შიგ ჩამოკიდებულ სპეციალურ მოგრძო ქოთნებში დავრგეთ. ჩვენ ესპანური ჯიშის მარწყვი გვაქვს და მისი ფოთლები და ნაყოფი ქოთნებიდან უნდა გადმოეკიდოს"

ლაგოდეხში, სოფელ ნინიგორში, დარ­ე­ჯანაშვილების მარწყვის მოყვანის ამბავი იმას ჰგავს, თითებმა­ ერთმანეთს რომ ჰკითხეს, რა ვქნათ, თავი რითი ვირჩინოთო! დაახლოებით ასე ბჭობდნენ­ დარეჯანაშვილები, რომელი კულტურა­ დაეთესათ, რომ მის განაშენიანებას შეს­წვდომოდნენ და მოგებაც ჰქონოდათ. ერთხელაც ოჯახის უფროსი ვაჟი, 29 წლის გიორგი, ინტერნეტში მარწყვის სათბურს წააწყდა და ოჯახს განუცხადა, მარწყვის სათბური გავაკეთოთო.

გიორგი დარეჯანაშვილი: - როცა­ მარწყვის მოყვანა გადავწყვიტე,­ მოვიძიე მარწყვსა და სათბურთან დაკავშირებული ინფორმაცია და მარნეულში­ წავედი. შარშან მხოლოდ იქ იყო ისეთი მარწყვის სათბური, როგორიც ჩვენ გვინდოდა­ გაგვეკეთებინა. მარნეულის სათბურის აშენება უცხოური პროგრამით დაფინანსდა და ყველაფერი გამართულად მუშაობს... ოჯახში სათბურის აგებისა და მარწყვის გაშენების ხარჯები რომ დავიანგარიშეთ, არც ისე ცოტა გამოვიდა - 40 ათას ლარამდე. გარისკვა­ რთულია, მაგრამ თუ არ გარისკე, ვერც ვერაფერს გააკეთებ. ასე რომ, ეს თანხა ნაწილ-ნაწილ შევაგროვეთ. ისიც დაგვეხმარა, რომ შინ სათბურის აგებისთვის საჭირო რკინის ბოძები გვქონდა.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 29 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად