Global Finance-ის ჯილდო "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს" გალტ & თაგარტმა მიიღო

Global Finance-ის ჯილდო "საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს" გალტ & თაგარტმა მიიღო. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, ჟურნალმა Global Finance, 17-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით.

გალტ & თაგარტი უკვე მეორე წელია, რაც Global Finance-ის მიერ საუკეთესო საინვესტიციო ბანკად სახელდება საქართველოში. აღნიშნული ჯილდო გალტ & თაგარტმა შარშანაც მიიღო.

Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.