ნოდარ ხადური - წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ ვგეგმავთ

ხელისუფლება წელს მაკროეკონომიკური პროგნოზების შეცვლას არ გეგმავს , - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, იანვარში ეკონომიკური ზრდა 0.8% იყო.

კითხვაზე, მივაღწევთ თუ არა წელს ეკონომიკის დაგეგმილ 3%-იან ზრდას, ფინანსთა მინისტრის თქმით, "არის მონახაზები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მივაღწიოთ და არა მარტო მივაღწიოთ ზრდის ამ მაჩვენებელს".

,,მე გეტყვით, რომ დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 7.2%-ითაა გაზრდილი. ეს ნიშნავს, რომ ზოგიერთ დარგში იყო ზრდა მაღალი, ზოგიერთში - შედარებით ნაკლები, ამიტომ ჩვენ გავაანალიზებთ ამ სიტუაციას, თუმცა წელს მაკროეკონომიკურ პროგნოზებს არ ვცვლით", - განაცხადა ხადურმა.