"ბომბები ცვივა, მაგრამ ეკონიმიკა მაინც იზრდება"

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ისრაელის ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბომბები ცვივა, მაგრამ ეკონიმიკა მაინც იზრდება" - წერდა ფაინენშალ ტაიმსი ისრაელზე. ჰოდა ჩვენც გადავხედოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ განსაკუთრებულ სახელმწიფოზე.

1. თანამედროვე ისრაელის 1948 წელს დაარსების დღიდან არ გასულა არც ერთი ათწლეული საომარი მოქმედებების გარეშე რომელიმე მეზობელთან. მიუხედავად ამისა, საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 1950-2007 წლებში თითქმის 6% შეადგინა და ბუნებრივი რესურსების არ მქონე ისრაელი დღეს განვითარებული ქვეყნების რიგში იტალიის და ესპანეთის დონეზეა ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკის სიდიდით.

2. წლიური ექსპორტი 56 მილიარდი აშშ დოლარი, იმპორტი 58 მილიარდი, ურბანიზაციის მაჩვენებელი 92%.

3. განვითარებული და მაღალტექნოლოგიური სოფლის მეურნეობის ხარჯზე, სასოფლო სამეურნეო პრუდუქციის ექსპორტი 2 მილიარდზე მეტია. მაგ: ისრაელში ძროხის საშუალო წლიური წველადობა არის 12,000 ლიტრი რაც ორჯერ მეტია ვიდრე ავსტრალიაში და 10-ჯერ მეტი ვიდრე საქართველოში.

4. ღია საემიგრაციო პოლიტიკის წყალობით თუკი მოსახლეობა 1948 წელს მილიონზე ნაკლები იყო, 2007 წელს 7,2 მილიონია.

5. მსოლიოში მესამეა მეწარმეობის მაჩვენებლის მიხედვით, ამერიკის და კანადის შემდეგ ყველაზე მეტი ისრაელის კომპანია კოტირებს ნაზდაკის საფონდო ბირჟაზე.

6. უმაღლესი განათლების ხარისხით და კურსდამთავრებულთა რაოდენობით არის პირველ ხუთეულში ამერიკა, ბრიტანეთი, იაპონია, სამხრეთ კორეასთან ერთად.

7. მსოფლიოში ყველაზე მეტი მუზეუმი აქვს და ყველაზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი იწერება ერთ სულ მოსახლეზე. ქალაქ ბერშევაში მსოფლიოში ყველაზე მეტი გროსმეისტერია ჭადრაკში.

8. სახლების 90% წყლის გასათბობად იყენებს მზის ენერგიას და რაც მთავარია ერთადერთი ლიბერალური დემოკრატიაა ახლო აღმოსავლეთში", - წერს ქადაგიძე.