ფულადი გადარიცხვები იაფდება

"პროკრედიტ ბანკი" ფულად გადარიცხვებს მნიშვნელოვნად აიაფებს.

როგორც ბანკის ერთ-ერთი დირექტორი, ალექსანდრე მატუა ამბობს, ამიერიდან, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი მოცულობის თანხის გადარიცხვა, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირებისთვის მხოლოდ 8 ევროდ იქნება შესაძლებელი. იმ შემთხვევაში კი, თუ ევროში გამოსახული თანხის გადარიცხვა "პროკრედიტ ბანკის" საშუალებით იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც აღნიშნული ბანკი ოპერირებს, ნებისმიერი მოცულობის თანხის გადარიცხვა მხოლოდ 2,5 ევრო ეღირება.