გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოში კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

აბაშიშვილმა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს გვენეტაძის ბიოგრაფიული მონაცემები გააცნო.

თავად გვენეტაძის მოსმენა სესიაზე არ გამართულა.

კობა გვენეტაძე პარლამენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის საბჭოში გიორგი ქადაგიძეს შეცვლის. მის კანდიდატურას კენჭს საკანონმდებლო ორგანო დღესვე უყრის.