ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე 300 ტონამდე ნავთობი დაიღვარა

ჩრდილოეთ სახალინის ტერიტორიაზე ნავთობი დაიღვარა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, რეგიონულმა ორგანიზაციამ "სახალინის ეკოლოგიური საგუშაგო" განაცხადა.

მათი ცნობით, გარემოსდამცველებს ინფორმაცია სოფელ ეხაბის მცხოვრებლებმა მიაწოდეს. როგორც ისინი ამბობენ, დაახლოებით 300 ტონა ნავთობი ნავთობსადენ "აღმოსავლეთ ეხაბიდან" დაიღვარა. იგი მდინარეში ჩავიდა და ურკტის ყურეს მიაღწია.

გავრცელებული ცნობით, ნავთობის დაღვრა სარემონტო სამუშაოების დროს მოხდა. ამ დროისთვის ინციდენტი აღმოფხვრილია, დაღვრილი ნავთობის შეჩერება შეძლეს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გავრცელებულ ინფორმაციას თავად ნავთობსაბადოს მფლობელი კომპანია "სახალინმორნეფტეგაზს" ადასტურებს.