საქართველო აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულებას "სოკართან" დღეს გააფორმებს

საქართველოსა და "სოკარს" შორის აზერბაიჯანიდან დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობის წამოღების შესახებ ხელშეკრულება დღეს გაფორმდება.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში განაცხადეს, შეთანხმებას ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი მოაწერენ, რომელიც თბილისში იმყოფება.

აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობის მიღებასთან დაკავშირებით ცვლილება მხარეებს შორის 2011 წლის დეკემბერში გაფორმებულ მემორანდუმში შედის.

აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების გაფორმებამდე საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი, ასევე ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და "სოკარის" პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 14:00 საათზეა დაგეგმილი.