Procter&Gamble მსოფლიოს ყველაზე ეფექტურ რეკლამისდამკვეთად დასახელდა

Warc -ის მიერ წარმოდგენილი „მსოფლიოს საუკეთესო მარკეტინგული კამპანიებისა და კომპანიების“ რეიტინგის თანახმად, კომპანია Procter&Gamble-ს მსოფლიოს ყველაზე ეფექტური რეკლამისდამკვეთის ტიტული გადაეცა.

Warc 100-ის რეიტინგის თანახმად, ყველაზე ეფექტურ 100 მარკეტინგულ კომპანიას შორის Procter&Gamble-ის 9 სარეკლამო კამპანია დასახელდა, მათ შორის ბრენდ Always-ისთვის შექმნილი #likeAGirl და Old Spice-ის ბრენდისთვის შექმნილი manhood.

რეიტინგში მარკეტინგული კომპანიები რეკლამისდამკვეთის ბიზნესზე გავლენის დონით ფასდებიან.

მიმდინარე წლის რეიტინგში მეორე ადგილზე დაქვეითდა გასული წლის ლიდერი კომპანია Unileve. პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ „კოკა კოლა“, „ჰაინეკენი“ და „პეპსიკო“.

აღსანიშნავია, რომ „ჰაინეკენი“ და IKEA წელს პირველად მოხვდნენ ათეულში. Warc-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ორივე კომპანიამ შესამჩნევ სტაბილურ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ბაზრებზე.

რეიტინგის შედგენისას Warc-ის ექსპერტებმა 80-მდე სხვადასხვა ფესტივალში მონაწილე 2000-ზე მეტი სარეკლამო კამპანია შეისწავლეს.