გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიაში" მიმდინარეობს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განაცხადეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხება მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას. კერძოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მეწარმეებს გააცნობს სახელმწიფო მმართველობის, ეკონომიკის, განათლებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მათივე ინფორმაციით, საუბარი შეეხება ასევე დამწყები ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას.

შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ასევე ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია ესწრებიან.