გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, მეწარმეებისგან საინიციატივო ჯგუფი გამოიყოს, რომელიც მათ პრობლემებს მთავრობამდე მიიტანს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ინიციატივით გამოდის, მცირე და საშუალო მეწარმეებისგან საინიციატივო ჯგუფი გამოიყოს, რომელიც მათ პრობლემებს და წინადადებებს მთავრობამდე მიიტანს. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში", მცირე და საშუალო მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ჩვენ გვინდა, რომ გამოიყოს საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მუდმივად მოიტანს მთავრობამდე თქვენს პრობლემებს და წინადადებებს. ჩვენი წარმომადგენლის ჩართულობით მოხდება ამა თუ იმ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება, რომელიც გააიოლებს თქვენს ცხოვრებას და ფუნქციონირებას", - განაცხადა პრემიერმა.

შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.