ევროკომისიამ შენგენის აღდგენის "საგზაო რუკა" მიიღო

ევროკომისიამ შენგენის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირების აღსადგენად "საგზაო რუკა" მიიღო. ამის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს და ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი საგზაო რუკის მიერ გათვალისწინებულ გეგმას აქვეყნებს.

"12 მარტამდე საბერძნეთმა უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა ევროპული საბჭოს 50 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე, თუ როგორ მოახდენს საზღვრების გაკონტროლებას.

16 მარტამდე ევროკომისია დუბლინის შეთანხმების (შენგენის ხელშეკრულების ნაწილი) ცვლილებათა პაკეტს წარმოადგენს. დუბლინის შეთანხმება თავშესაფრის მაძიებელთა პროცედურებს ადგენს.

22 მარტამდე (ყველაზე გვიან) ფრონტექსი წარმოადგენს სასაზღვრო დაცვის გაძლიერების წინადადებებს და მოსაზღვრე ქვეყნების საზღვრის გაძლიერების კალენდარს.

12 აპრილამდე ევროკომისია საბერძნეთის მიერ 12 მარტამდე წარმოდგენილი წინადადებების შეფასებას წარმოადგენს.

11-17 აპრილს ექსპერტები შეაფასებენ საბერძნეთის შენგენის სისტემის ქმედითობას.

12 მაისამდე საბერძნეთი წარმოადგენს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას შენგენის წესების დაცვასა და ამოქმედებაზე.

ივნისში ევროპული საბჭო უნდა შეთანხმდეს სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სამსახურის შექმნაზე. ამავე დროს შეაფასებს დუბლინის რეგულაციის საფუძველზე მიგრანტების უკან, საბერძნეთში გაგზავნის საკითხს...

სექტემბერში სასაზღვრო და სანაპირო დაცვა მზად უნდა იყოს ასამოქმედებლად.

ნოემბერში დაცვის სამსახურმა ფუნქციონირება უნდა დაიწყოს.

დეკემბერში შენგენი უნდა დაუბრუნდეს "ნორმალურ" ფუნქციონირებას", - წერს euronews.ge

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1272