ევროპის აეროპორტთა ასოციაცია - შენგენის გაუქმება აეროპორტებს ასობით მილიონი დაუჯდება

ევროპის აეროპორტთა ასოციაციის განცხადებით, შენგენის ზონის გაუქმება ევროპის აეროპორტებს ასობით მილიონი ევრო დაუჯდება.

როგორც euronews.ge "როიტერზე" დაყრდნობით წერს, ასეთ შემთხვევაში აეროპორტებს მოუწევთ ტერმინალების გადაკეთება.

"წლების განმავლობაში ევროპის თითქმის ყველა აეროპორტი შენგენის ზონისთვის ცალკე გასასვლელებსა და დერეფნებს აკეთებდა. ახლა ამ ყველაფრის უკან დაბრუნება მოგვიწევს", - აცხადებენ ასოციაციაში.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.euronews.ge/archives/1277