კომპანია "სტერეო +" ციფრულ მაუწყებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია "სტერეო +" ციფრული მაუწყებლობის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში მიიჩნევენ, ციფრული მაუწყებლობის გავრცელების არეალის გაფართოვება წარმატებით მიმდინარეობს.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ციფრული სიგნალის მიღება, ღია ეთერით უკვე ჩრდილოვან ზონებში, კერძოდ გუდაურში და არაგვის ხეობაში არის შესაძლებელი.

"ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის რეფორმა 2015 წელს წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ახალი ტექნოლოგიური პლატფორმისთვის საჭირო ყველა ღონისძიება უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში წარმატებით დაასრულა", - აღნიშნავენ კომპანიაში.