დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, არც ერთი მინისტრი თანამდებობას არ დატოვებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი თანამდებობას არ დატოვებს. ასე უპასუხა ქუმსიშვილმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.

"არავინ არ დატოვებს თანამდებობას – ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, მანისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დატოვებენ გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.