ფოთში დევნილთა კორპუსებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა

ფოთში გორგასლისა და ტაბიძის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილთა კორპუსებში გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა. 43-ზე მეტი დევნილი ოჯახი ამ დრომდე ბუნებრივი აირის გარეშე იყო.

დღეს დევნილებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი შეხვდა.

მინისტრი ობიექტებზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი გაზიფიცირების სამუშაოების პროექტირების საფასური USAID- ის მიერ დაფინანსდა, გაზიფიცირების ხარჯები კი დევნილთა სამინისტრომ დაფარა.