ნავთობის ფასი შემცირდა

ლონდონისა და ნიუ-იორკის ბირჟებზე ნავთობზე ფასი შემცირდა. დღეს დილის მონაცემებით, ნიუ-იორკის ბირჟაზე WTI ტიპის ნავთობი 1,19%-ით შემცირდა და 37,45 აშშ დოლარი შეადგინა.

ლონდონის ბირჟაზე კი "ბრენტის" მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 1,52%-ით შემცირდა და 40,22 აშშ დოლარი შეადგინა.

ჯერ კიდევ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავთობზე ფასებმა მატება დაიწყო და 2015 წლის 10 დეკემბრის შემდეგ პირველად, "ბრენტის" მარკის ნავთობზე ფასმა ბარელზე 40 აშშ დოლარს გადააჭარბა.

2014 წლის ზაფხულიდან 2015 წლის ბოლო პერიოდამდე ნავთობის ფასი 115 დოლარიდან 36 დოლარამდე დაეცა. 2016 წელს კი 29 დოლარამდეც ჩამოვიდა.