უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა გაიზარდა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 53 213 ერთეული შეადგინა. მიმდინარე წლის თებერვალი 2012-2015 წლების იმავე თვესთან შედარებით ცალსახა ზრდით გამოირჩევა: 2012 წლის თებერვალთან შედარებით ზრდა 65%-ით, 2013 წლის თებერვალთან - 56.6%-ით, 2014 წლის თებერვალთან კი 37.3%-ით.

მიმდინარე წლის იანვართან შედარებით კი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 49.4%-ით გაიზარდა და ზრდა აღინიშნა, როგორც პირველადი, ისე მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების შემთხვევაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე