გიორგი კვირიკაშვილმა და ყატარის ელჩმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ყატარის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუბარაქ ბინ ნასერ მუბარაქ ალ ხალიფას შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ყატარის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საუბარი შეეხო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც.

"აღინიშნა, რომ უკანასკნელ პერიოდში ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში. ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე და გამოითქვა იმედი, რომ ამ მიმართულებით ყატარული კომპანიების დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.