აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

როგორც ეროვნული ბანკში აცხადებენ, აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა, ხოლო მოთხოვნამ 80 050 000 ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 13,240 პროცენტით, მაქსიმალური 13,420 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 13,355 პროცენტით განისაზღვრა.

"კუპონურმა განაკვეთმა 13,375 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.