დონალდ ტუსკი - ევროპაში არალეგალური მიგრაციის დღეები დასრულდა

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავუთოღლუმ დაადასტურა, რომ ქვეყანა მზად არის თურქეთში იმ მიგრანტთა სწრაფ დაბრუნებას დაეთანხმოს, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთში გადავიდნენ და არ საჭიროებენ საერთაშორისო დაცვას , - როგორც euronews.ge წერს, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერსა და თურქეთის პრემიერთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ყველა გადაწყვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ევროპაში არალეგალური მიგრაციის დღეები დასრულდა," – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, ტუსკის მიერ გაკეთებული განცხადება პრესკონფერენციაზე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა.

ინფორმაციის წყარო: http://www.euronews.ge/archives/1605