ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ბარათაშვილის ხიდიდან ავლაბრის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ბარათაშვილის ქუჩიდან ავლაბრის მეტროს მიმართულებით საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა დღეს 15:30 საათიდან 17:30 საათამდე, ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარის დაგების გამო მოხდება.

საპირისპირო მიმართულებით გადაადგილება შეზღუდვის გარეშე იქნება შესაძლებელი.

მერიის განმარტებით, ხიდის სავალ ნაწილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 მარტს დასრულდება და ორმხრივი მოძრაობა სრულად აღდგება.