Rolls-Royce 13 წლის შემდეგ Phantom-ს განაახლებს

ულტრამდიდრული კლასის ავტომწარმოებელი ბრიტანული კომპანია Rolls-Royce 13 წლიანი წარმოების შემდეგ მისი 386,000 დოლარიანი საფლაგმანო მოდელის Phantom-ის განახლებას გეგმავს. ეს იქნება ამ მოდელის პირველი განახლება კომპანია BMW-ს საკუთრებაში გადასვლის შემდეგ.

მერვე თაობის Phantom-ის სედანის წარმოდგენა 2018 წელს იგეგმება, ხოლო მისი კუპე და კაბრიოლეტების ვარიანტებისა - არა, ვინაიდან მათი წარმოებიდან ამოღება გადაწყვეტილია. რაც შეეხბა სიახლეს, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მისი ძარა იქნება მთლიანად ალუმინისგან შექმნილი, ხოლო ვიზუალურად ძალიან ლამაზი და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი. კომპანიის ხელმძღვანელის ტორსტენ მიულერ-ოეტვეოსის განცხადებით, Phantom-ის მსგავსად, გეგმავენ ყველა მოდელი ალუმინის ძარათი აწარმოონ.

112-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდი, რომელსაც 2000 წლიდან გერმანული BMW ფლობს, მძაფრ კონკურენციას განიცდის მისი თანამემამულე Bentley-სგან, რომელიც ულტრამდიდრულ სეგმენტში სულ ახალი მოდელებით არის წარმოდგენილი.

200 ათას ევროზე მაღალი ფასის ავტომობილების სეგმენტში ლიდერი კომპანიის გაყიდვები გასულ წელს 6,8 პროცენტით შემცირდა და 3,785 ერთეული შეადგინა.

კოკა კვირკველია